"ალეკო ელისაშვილი თუ ვინმე სხვა, იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აგონ პასუხი საკუთარი განზრახ ცრუ ბრალდებებისთვის" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
ბესელია გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც "კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილის სახელით მიმოწერას შეეხება.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს უკავშირდება. ისინი ქმნიან ყალბ ჯგუფებს. მათ შორის, ჩემი სახელითაც მინიმუმ 30 გვერდია შექმნილი სოციალურ ქსელში. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. ამაში ბრალს ვდებ "ნაციონალურ მოძრაობას" და იმ ჯგუფებს, რომლებიც მათთნ ერთად არიან. იმდენ განცხადებას გავაკეთებ სასამართლოში, რამდენი ცილისწამებაც იქნება, ამით არ დავიღლები. დაველოდები პროკურატურის დასკვნას და შესაბამის პროცესს გავაგრძელებ. საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომლის მონაწილეა ელისაშვილი და შესაძლოა სხვებიც იყვნენ. მე მასთან მექნება თხოვნა, რომ იმ სულელურ და ცრუ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს, დაურთოს კონკრეტული ფაქტები და ამაზე ისაუბროს. ამ ადამიანს დღემდე არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია. ელისაშვილი არის ჩამოყალიბებული ფლიდი, რომელიც განზრახ აკეთებს ამ ყველაფერს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.