ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე დღეს ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.
„ეს არ არის ჩემი მიმოწერა,“ - აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ლაშა ორბელაძე, რომელიც ქართული გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ქართული გაზეთის დღევანდელი მასალის თანახმად ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს და ასევე მიუთითებს თანხის დაახლოებით ოდენობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.