საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტიანი განხორციელების მექანიზმებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირებით. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებები. იანოშ ჰერმანმა მიხეილ ჯანელიძეს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში, ახალ თანამდებობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.