საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, 2016 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის N4 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ზვიად გონაძე დაინიშნა.
დავით ზალკალიანს გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2014 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2004-2007 წლებში გახლდათ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2015 წლიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ზვიად გონაძეს გააჩნია საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. 2012 – 2016 წწ-ში გახლდათ სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი. ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება - 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა," აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის პოსტებზე ე ასევე რჩებიან დავით დონდუა, დავით ჯალაღანია, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.