თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა #1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე დაეკისრა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დეველოპერული კომპანია „აპექს ჯგუფი“ აწარმოებს, რომლის მიმართაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარმოება პროექტის დარღვევისა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით აქვს დაწყებული.
პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე დაეკისრა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.
გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ზონალური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აპექს ჯგუფმა“ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებული სივრცის, სკვერის გაშენება.
თბილისის მერია მზაობას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე ღია დისკუსიის გასამართად ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო ინვესტორისა და დეველოპერული კომპანიის ჩართულობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.