უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ "უნიანი" წერს. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იგორ მიხაილოვი აცხადებს, 29 წლის მამაკაცი მე-15 იყო, რომელიც გრიპის ეპიდემიას შეეწირა. იგი დღეს დილით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქალაქის საავადმყოფოში 180 ზრდასრული და 22 ბავშვი იმყოფება. მათგან 37 ზრდასრულისა და 8 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. გრიპის ვირუსის გამო ექიმებისადმი მიმართვიანობა განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა. სამედიცინო პერსონალის თქმით, ეპიდემია პიკს უახლოვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.