რატომ გააგზავნა რუსეთმა სამხედროები უკრაინასა და საქართველოში? - ამ კითხვით თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს მიმართა.
"რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები სირიაში სირიის მთავრობის მიწვევით არიან. თუმცა, სირიის მთავრობა არ არის ლეგიტიმური მთავრობა. მაშინ რატომ გააგზავნეთ რუსეთმა საკუთარი ძალები საქართველოში? იმიტომ რომ მიგიწვიეს? იმიტომ გააგზავნეთ უკრაინაში ჯარები, რომ მიგიწვიეს?", - განაცხადა ერდოღანმა სირიაში რუსი სამხედროების ქმედებებზე საუბრისას.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არ იბრძვიან. "თურქმენები ამბობენ, რომ რუსული ბომბები მათ სოფლებში ცვივა. რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არ იბრძვის. ისინი ცდილობენ მსოფლიო შეცდომაში შეიყვანონ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე დაბომბვა 30 სექტემბერს დაიწყო. როგორც კრემლში განაცხადეს, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.