ვინ გაიტანა ვან დეიკის "მითიური სცენა" საქართველოდან და რას ჰყვება სკანდალური ტილოს შემძენი ზაჰირ ჰუსეინი
10-01-2016, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვან დეიკის ტილოს შემძენი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, ზაჰირ ჰუსეინი, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თან საუბარში ნახატის შეძენის დეტალებს ჰყვება.

მისი თქმით, 2010 წელს მან კულტურის სამინისტროსგან ნებართვის საფუძველზე, აბაშიძეებისგან შეძენილი ტილო საზღვარზე ლეგალურად გადაიტანა. სტამბულში მისი გაყიდვა ვერ შეძლო და ნაცნობ გადამყიდველებთან დატოვა.

 

 

აბაშიძეების მტკიცებით, მათ ნახატი 15 წლის წინ თბილისში 5000 დოლარად იყიდეს. ტილო არაერთხელ შეაფასებინეს ხელოვნებათმცოდნეებს. დაადგინეს, რომ ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი იყო, თუმცა მათთვის ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ მითიური სცენა შიშველი ქალით ვანდეიკს ეკუთვნოდა.

 

 

ოჯახმა ნახატის გაყიდვა ფინანსური კრიზის გამო 2010 წელს გადაწყვიტა. ტილო 37 ათას დოლარად გაყიდეს, თუმცა მყიდველმა, ზაჰირ ჰუსეინმა, მათ მხოლოდ 7 ათასი დოლარი გადაუხადა.

 

 

აბაშიძეებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ზაჰირ ჰუსეინოვს ქონება, კერძოდ, ავტომანქანა დაუყადაღეს და 30 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს.

 

 

ჰუსეინოვი კი ირწმუნება, რომ ხელშეკრულების მიხედვით 30 ათასი დოლარი აბაშიძეებისთვის ტილოს სტამბულში გაყიდვის შემდეგ უნდა მიეცა.

 

 

თურქული მედიის ცნობით, ვანდეიკის ტილოს 14 მილონ დოლარად 2 მამაკაცი ყიდდა. მათთან მოლაპარაკებას თურქი პოლიციელები, როგორც მყიდველები, ისე აწარმოებდნენ და მათი აყვანის სპეცოპერაციაც ტილოს გადაცემის დროს ჩატარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი