გიორგი კვირიკაშვილი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
10-01-2016, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა და ასევე სპონსორ კომპანიებს, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის მნიშვნელოვანი თანხა გაიღეს.

 

 

 

"დიდი იმედი მაქვს, ასეთი აქციები გაგრძელდება და მათში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, განსაკუთრებით ისეთი საამაყო ადამიანები, როგორიც არის ნინო სურგულაძე და სხვები. ჩვენ მართლაც ბევრი სასიქადულო თანამემამულე გვყავს, რომელიც დღეს უცხოეთში მოღვაწეობს და ასეთ კარგ საქმეებს აკეთებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ღონისძიება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები: ტენორი ალესანდრო საფინა, ჩელისტი ანა რუცნერი, ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული, დირიჟორი კარლო პონტი, ასევე ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტული ბენდი. საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს, ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი