ეკა აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით, ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს
10-01-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკა აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით, ფინანსური პოლიციაში დაიბარეს. როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს განუცხადა, ის აპირებს ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს.

 

 

 

"ტილოს თაობაზე სურთ შეხვედრა და არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე რაც მაქვს იმ ინფორმაციას მივაწვდი, მათ შორის ჰუსეინოვის ხელწერილს და სასამართლო გადაწყვეტილებას. ორშაბათს კი სასამართლოდან ამოვიღებ ყველა იმ დოკუმენტს, რაც არსებობს და დამატებით ინფორმაციას წარვადგენ", - განაცხადა აბაშიძემ.

 

 

მისი თქმით, ის უჩივის ჰუსეინოვს, რომელმაც თაღლითობით წაიღო ტილო და სრული თანხა არ გადაიხადა. სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოიტანეს, რუსეთში კი – ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან. ეკა აბაშიძის თქმით, ნახატი მისმა ძმამ გიორგი აბაშიძემ ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი