საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე (თეჯოლასთან ახლოს), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო. აღნიშნული მონაკვეთი დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა და მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა, ამ დრომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე იყო გარადთული.
დროებითი გზის პარალელურად, ზესტაფონი-ქუთაისის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.