თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ "როიტერსი" ძალოვან უწყებებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
დაღუპულებს შორის ერთი თურქი პოლიციელია, 12 დაღუპული კი "ქურთთა მუშათა პარტიის" წევრია. შეტაკება პოლიციასა და ამბოხებულებს შორის თურქეთის აღმოსავლეთით მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.