ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალი ნასერ ალ-ობეიდი ერაყის ქალაქ ბარვანაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად მოკლეს.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს ერაყელმა სამხედროებმა განუცხადეს. ობეიდი ჩრდილოეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიის სამხედრო მეთაური იყო. მანამდე ის სადამ ჰუსეინის რესპუბლიკური არმიის სპეციალურ ძალებს ხელმძღვანელობდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ის დაჯგუფებაში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემდეგ მეორე პირი იყო, რომელიც საკუთარ თავს ხალიფას უწოდებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.