"ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგული რჩება.
პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესის განახლებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ცალკეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად, კვლავ რჩება პრობლემები და გამოწვევები.
"ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯების მიზანია დაძაბულობის შემცირება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში რჩება პრობლემებად ჩვენს ურთიერთობაში. ჩემმა ქვეყანამ აირჩია საქართველოს გზა, რაც ქვეყნის ევროპიზაციას გულისხმობს. საქართველო გვინდა შევცვალოთ უკეთესი მიმართულებით, ვინაიდან ჩემი ხალხი ამას იმსახურებს. ეს არის დამოუკიდებელი ერის არჩევანი. ეს არის სწორი არჩევანი. ვფიქრობ, 3-4 წლის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაინახავენ განსხვავებას, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ და როგორ ცხოვრობენ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ. ჩვენ მათ ვთავაზობთ თავისუფლებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მსოფლიოში ყველა ერს სჭირდება", - გააცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია და მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. რუსეთის მიერ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის შეფასების გარდა, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვები სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაზე, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამომავლო სტრატეგიასა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ დაუსვეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანია, ყველაზე დიდი გამოწვევა კი, ეკონომიკა და უმუშევრობაა. რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას, ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა კოლუმბიის უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოება, რომ პროცესის გამჭვირვალობა, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გარანტირებულია, ხოლო ვის დააპატიმრებენ და ვის - არა, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს გადასაწყვეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.