გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას ღუდუშაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.