რუსეთის საჰაერო ძალების შეტევის შედეგად, სირიის ქალაქ ალეპოში 17 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ყველა მათგანი მშვიდობიანი მოაქალაქეა. მოკლულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა ავიადარტყმების რაიონში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ჩაატარეს, რის შედეგადაც დაჭრილები ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.