"დიპლომატთა კლუბი": დაუშვებელია კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდეს
10-01-2016, 23:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დიპლომატთა კლუბს" დაუშვებლად მიაჩნია, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდეს. ამის შესახებ ნათქვამია "დიპლომატთა კლუბის" განცხადებაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება. "დიპლომატთა კლუბი" თვლის, რომ ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნით ჩანაცვლება კი არ განამტკიცებს, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.


"სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის "გაზპრომის" წარმომადგენელ ელენა ბურმისტროვასათან ციურიხში, 27 დეკემბერს გამართული შეხვედრის შესახებ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ ქვეყნის გაზმომარაგების თემა არ წარმოადგენს რიგით ეკონომიკურ ან კომერციულ საკითხს, არამედ უშუალოდ ეხება საქართველოს პოლიტიკურ სუვერენიტეტს, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ პროცესში "გაზპრომის" ჩართულობა იკვეთება. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ციურიხში გამართული შეხვედრის ფაქტი საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საქმე გვაქვს ამ ბოლო დროს საკმაოდ მოკლე პერიოდში ამ ტიპის უკვე მეოთხე შეხვედრასთან (მანამდე გამართული შეხვედრები: სექტემბერი - ბრიუსელი, ოქტომბერი - მილანი, დეკემბრის დასაწყისი - ლიუქსემბურგი).


განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს ბოლო შეხვედრა გასაიდუმლოებული გახლდათ და რომ არა ინფორმაციის გამოჟონვა, მთავრობა არც აპირებდა მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ენერგეტიკის სამინისტროს "არგუმენტები" საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნით ჩანაცვლება კი არ განამტკიცებს, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებს მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. კარგად არის ცნობილი საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მაგალითებზე, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაცია აირის მიწოდების ფაქტორს მიმღებ ქვეყანაზე პოლიტიკური ზეწოლის კუთხით. ცხადია, რომ "გაზპრომი" ცდილობს, ირანის ბუნებრივი ინტერესი - გაყიდოს თავისი გაზი - ჩასვას რუსეთის კავკასიის რეგიონზე გავლენის სისტემის გაღრმავების პროცესში. ეს ჩვენთვის უკიდურესად სახიფათო პოზიციაა. ხომ ცხადია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დიდი თანხვედრა და გადაჯაჭვულობა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მაღალ ხარისხს ერთი მომწოდებლის პირობებშიც კი. ამავე მიზეზებით, საქართველო იღებს აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს საკმაოდ ხელსაყრელ ფასებში, რომლებიც საგრძნობლად განსხვავდება "გაზპრომის" ტრადიციული ფასებისაგან. მით უმეტეს, რომ ასევე გაუგებარია მინისტრ კალაძის განცხადებები აზერბაიჯანში საქართველოსათვის ბუნებრივი აირის არასაკმარისი რაოდენობების შესახებ, რადგან კონკრეტული ფაქტები და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცალსახა განცხადებები საპირისპიროზე მეტყველებს", - ნათქვამია განცხადებაში.


"დიპლომატთა კლუბი" მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და ზოგადად, მთავრობა, ვალდებულია გასცეს ქვეყნის საზოგადოებას კონკრეტული და ამომწურავი პასუხები შემდეგ კითხვებზე: რატომ იქნა დამალული ციურიხში გამართული შეხვედრის ფაქტი საქართველოს მოსახლეობისაგან; რამხელაა პროცენტული წილის ის უსაფრთხო მაქსიმუმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიიჩნევს დასაშვებად რუსული აირისთვის საქართველოს მთლიანი აირმომარაგების მოცულობაში; როგორია ის ფასი, რომლითაც ქართული მხარე აპირებს რუსული აირის შესყიდვას და აღემატება თუ არა ის აზერბაიჯანული აირის ფასს; მიმდინარეობს თუ არა საუბარი "გაზპრომთან" რუსული აირის საქართველოზე მიმდინარე ტრანზიტის პირობების გადასინჯვაზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით საკმაოდ ხელსაყრელია საქართველოსთვის; განიხილავს თუ არა ქართული მხარე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის რუსეთზე გასხვისების ან ამ სადენის რუსეთიდან აირის შესყიდვის კომერციული სქემების საგარანტიო ქონების სახით ჩადებას.


"განსაკუთრებით დაუშვებლად მიგვაჩნია, ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ ის პირები, რომელთა პირადი ინტერესები ცალსახად იკვეთება ენერგეტიკის ბიზნესში. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდეს პირი სწორედ ასეთი მახასიათებლით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

"დიპლომატთა კლუბი" სააკაშვილის პრეზიდენტობისას მოქმედი დიპლომატების მიერ დაფუძნდა და მასში გაერთიანებული არიან ყოფილი ელჩები: ნინო ნაკაშიძე, სალომე სამადაშვილი, გეგა მგალობლიშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, მამუკა გამყრელიძე, მამუკა კუდავა, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სხვები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

 

კომენტარები: 3
#3   დათო
      
მიდი კახა ამათი დედა ერთი, სოკარის დაქირავებული ვიგინდარები არიან
12 იანვარი 2016 12:50
#2   სიმონა სააკაძე
      
ესენი ხომ ნაცმოძრაობის ყოფილები დაკარგულ ადგილს გლოვობენ!
12 იანვარი 2016 07:15
#1   ნინო
      
მოვითხოვოთ გადადგეს კალაძე მინისტრობიდან
11 იანვარი 2016 09:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი