კიოლნში ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 516-მდე გაიზარდა, რომელთაგან 40% სექსუალურ ძალადობასთანაა კავშირში
10-01-2016, 23:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ქალაქ კიოლნში ახალი წლის წინა ღამით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 516-მდე გაიზარდა, რომელთაგან 40% სექსუალურ ძალადობასთანაა კავშირში. BBC -ს ცნობით, ამის შესახებ ქალაქის პოლიციამ განაცხადა. პოლიციის ცნობითვე, ეჭვმიტანილთა უმრავლესობას გერმანიაში თავშესაფრის მძებნელი ჩრდილო აფრიკელები მიგრანტები შეადგენენ.


აღნიშნული დანაშაულობების გამო, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ გამორიცხა.


2015 წელს გერმანიას 1.1 მილიონმა მიგრანტმა მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით.


რამდენიმე დღის წინათ კიოლნის პოლიციის უფროსმა "პოლიციისადმი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის" მიზნით, თანამდებობა დატოვა. მისი ეს ნაბიჯი ახალი წლის წინა ღამეს კიოლნშიქალებზე განხორციელებულ მასობრივ სექსუალურ ძალადობას მოჰყვა.


პოლიციის მიერ კიოლნში მომხდარი მასობრივი ძალადობისადმი თავის გაურთმევლობა მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. მთავარი რკინიგზის სადგურის გარეთ განხორციელებულმა ძალადობამ მიგრანტებისადმი გერმანიის ღია კარის პოლიტიკის გარშემო დებატები წარმოშვა.


მედიის ცნობით, რაც უკვე პოლიციამაც დაადასტურა, გერმანიის ქალაქ კიოლნში ქალებზე ძალადობის უკან ახალი წლის წინა ღამეს ჩრდილო აფრიკული და არაბული გარეგნობის მამაკაცებისაგნ შემდგარი შეიარაღებული ჯგუფები იდგნენ.


1 000 -მდე, მამაკაცებისაგან შემდგარმა შეიარაღებულმა პირმა კიოლნის რკინიგზის სადგურის შიდა და გარე ტერიტორიაზე ათეულობით ქალი გააუპატიურეს და გაძარცვეს, ხელისუფლების მხრიდან კი მათ მიმართ მხოლოდ მცირე წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი.


ფედერალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ კიოლნში მომხდარ დანაშაულთან კავშირში მყოფი 31 ეჭვმიტანილიდან 18-ის, როგორც ლტოლვილის სტატუსის მძებნელის იდენტიფიცირება მოახდინეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი