საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში ჩავიდა
11-01-2016, 00:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ”ბრავო“ ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პროვინცია მაზარ-ი-შარიფში ჩავიდა და ბაზა მარმალზე განთავსდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ბრავო“ ასეული როტაციის წესით 32-ებატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი ჯარისკაცები გერმანული ბუნდესვერის სარდლობის და ქვემდებარებაში, კოალიციის სხვა წარმომადგენლების გვერდი-გვერდ სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.


ისლამურ რესპუბლიკაში ჩასულ ასეულს ბაზაზე ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე, წარმომადგენლობის მეკავშირე ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი და ალფა ასეულის მეთაური, ირაკლი სურგულაძე დახვდნენ.


საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მთავარი ამოცანა ბაზა მარმალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე დღეში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი