ნინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და მავანს გარკვეულ ეჭვსაც კი გაუჩენს
11-01-2016, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თბილისის საქალაქო სასამარ­თლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადება, რომელიც უარყოფით შეფასებებსა და შეხედულებებს შეიცავდა კოლ­ეგების მიმართ, მოსამართლეთა კორპუსის სრული უმრავლესობისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა" - განცხადება ამის თაობაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას გააკეთა.

 

 

გვენეტაძის თქმით, გაჩნდა კითხვა ახვლედიანის საჯარო განცხადების მოტივსა და იმ კონტექსტზე, რომელშიც ის გაკეთდა, რაზეც პასუხი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა გასცეს.

 

 

"მამუკა ახვლედიანმა აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართაც გამოხატა ბრალდებები და გარკვეულწილად შეეცადა მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა შორის კონფრონტაციის გაღვივებას. რა იყო ამ შემთხვევაში ახვლედიანის მოტივები? ცოტა ხნის წინ ბატონ მამუკას კონკრეტული­ სტატისტიკაც მიაწოდეს,­ რომელიც,­ წესით, მასაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ აღმოაჩნდა. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსი 2007-2015 წლებში გაიარა 98-მა პირმა, რომელთაგან 81 მსმენელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა. მიმდინარე კონკურსში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 17 მსმენელი, რომელთაგან თანამდებობაზე რვა კურსდამთავრებული დაინიშნა. დარჩენილი ცხრა მსმენელიდან ორმა - იუსტიიის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს უარყოფითი შეფასება, ორმა კი მინიმალური შეფასება მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ მსმენელს, მათ კონკურსის პირობებში კონკრეტულ ვაკანსიაზე დანიშვნაზე ეთქვათ უარი, რაც არ ნიშნავს, რომ სხვა ვაკანსიაზე არ დაინიშნებიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემდეგ თანამდებობაზე 22 მსმენელი დაინიშნა, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2010-2011 წლებში დაამთავრეს.

 

 

როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილი 86 მოსამართლე მუშაობდა, მათგან 18 მივლინებული იყო, ოთხს კი უფლებამოსილება მათ წარმოებაში არსებულ საქმეთა დასრულებამდე ჰქონდა გაგრძელებული. შესაბამისად, სასამართლოში შემოსული საქმეები ნაწილდებოდა 82 მოსამართლეზე. ჩემი არჩევის დღიდან დღემდე მოსამართლეები სამჯერ დაინიშნენ. კერძოდ, კონკურსების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ მაისს დაინიშნა 12 მოსამართლე, 1-ელ აგვისტოს - 7, 25, დეკემბერს კი - 10. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრობლემაა ისიც, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე და დამოკიდებული იყვნენ მივლინების ვადების გაგრძელება-არგაგრძელებაზე. კანონის მიხედვით, 2015 წელს მივლინების პრაქტიკა გაუქმდა, რაც ყველა მივლინებული მოსამართლის ადგილზე დაბრუნებას გულისხმობდა. ამ პროცესში საბჭოს მიერ განხორციელებული დანიშვნების შედეგად სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში კრიზისი ავიცილეთ, რადგან მუშაობა 69 მოსამართლემ გააგრძელა. 2015 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლოში 88 საშტატო ერთეული იყო, დღეისათვის კი 94 საშტატო ერთეულია"- განმარტა გვენეტაძემ.

 

 

გვენეტაძის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მხოლოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და არ შეუძლია სასამართლოში არსებული კრიზისის დადასტურება.

 


"როგორც უზენაესი სა­სა­მართლოს და იუსტი­ციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მოვითხოვე, მამუკა ახვლედიანს დაეკონკრეტებინა ინფორმაცია და ფაქტებით ესაუბრა. საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან ერთად შეხვედრისას, მან ვერ დაადასტურა სასამართლოში შექმნილი დაპირისპირებისა და კრიზისის რეალური არსებობა. შეხვედრის დასრულებისთანავე განმარტა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა. ნათელია, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მხოლოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და მავანს გარკვეულ ეჭვსაც უჩენს" - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარები: 1
#1   მარინა
      
ჩემი აზრით სასამართლოში ძალიან გაჭიანურებულია პროცესის ჩანიშვნა და შემდეგ მისი ვადები.ჩემი სარჩელი შემოტანილია უკვე ერთი წელია და ჯერ არ ჩანიშნულა პროცესი. აწერია მოსამართლე ბატონ ბესიკ სისვაძეს.ვის ნიშნავთ თუ სასამართლოები არ უნდა ჩატარდეს ? მყავს ბინაში შეჭრილი ის ცხოვრობს და მე ველოდები პროცეს.სამართალია ესს? გთხოვთ მიპასუხოთ
11 იანვარი 2016 01:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი