ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკა ოცნების ქვეყანაა, მიუხედავად ამისა, მინდა იცოდეთ, რომ სამშობლოს კარი ყველასთვის ღიაა
28-02-2014, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე რამდენიმე წელი ვიცხოვრე სამშობლოსგან შორს, ევროპაში და ვიცი, რას ნიშნავს თითოეული სიტყვა, რომელიც საქართველოდან შენამდე აღწევს. მახსოვს კარგად, როგორ მახარებდა ჩემი ქვეყნის თითოეული წარმატება და როგორ განვიცდიდი მის ყოველ მარცხს. როცა შორს ხარ სამშობლოდან, მისი წარმატებაც და მარცხიც, ეს შენი ქვეყნის წარმატება და მარცხია, და არა რომელიმე ხელისუფლების, " - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

 

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ- იორკში შეკრებილ მოქალაქეებს ახალი ხელისუფლების ხედვები გააცნო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, სახელმწიფო პოლიტიკა გახდა ადამიანზე ორიენტირებული, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში მასშტაბური რეფორმები დაიწყო.

 

 

"ვეძებთ გზებს, რომ გამოვნახოთ სახსრები ჩვენი ახალგაზრდების საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გასაგზავნად. ჩვენ უნდა მივიღოთ თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი მთელი თაობა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე." - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა.

 


"ამერიკა ოცნების ქვეყანაა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის და მიუხედავად ამისა, მინდა იცოდეთ, რომ სამშობლოს კარი ყველასთვის ღიაა. მე ვისურვებდი, რომ თქვენი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება თქვენსავე სამშობლოში მოგეცეთ", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

 


ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი