მთავრობამ პრეზიდენტს სემეკის წევრობის, მის მიერ შერჩეული ორი კანდიდატი ისევ დაუწუნა. მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობითი სახით უარი უკვე მეორედ მიიღო.
წერილს, რომელიც დეკემბრის ბოლო რიცხვებით თარიღდება, ხელს ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობიდან მის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სემეკის წევრობის 3 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატურები კონსულტაციების საფუძველზე ზაფხულში შეარჩია. სექტემბრის დასაწყისში მთავრობის ადმინისტრაციას შესათანხმებლად გიორგი ფანგანის, დავით ასლანიშვილისა და მარინა გულედანის კანდიდატურები გადაეგზავნა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს პარლამენტში წარსადგენად დასტური მხოლოდ ფანგანის კანდიდატურასთან დაკავშირებით მისცა.
სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას სემეკის დარჩენილი ორი წევრის ვაკანტურ ადგილზე უკვე მეორედაც იგივე – მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურებით მიმართა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მათზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ითქვა. სექტემბრის ბოლოს გაგზავნილ წერილზე მთავრობას საბოლოო პასუხისთვის 3 თვე დასჭირდა და პრეზიდენტს აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ხელმეორე უარით უკვე დეკემბრის ბოლოს უპასუხა. აღნიშნულის შესაბამისად, პრეზიდენტს სემეკის წევრობის დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევა, სავარაუდოდ, თავიდან მოუწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.