ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ირაკლი შოთაძეს სამ მოთხოვნას უყენებენ და შეუსრულებლობის შემთხვევაში უვადო შიმშილობით იმუქრებიან
11-01-2016, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართავენ. მსჯავრდებულების განცხადება მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ შეიტანა.

 

 

ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, რომან მესუმიანი და მევლუდ სვანიძე სამ მოთხოვნას აყენებენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში უვადო შიმშილობით იმუქრებიან.

 

 

"მათი მოთხოვნებია: სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნას მიცემული, შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი, მის მიერ განხორციელებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის; აღნიშნული პირის მიმართ, ასევე განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნიშნებით. ელისაშვილი ამბობს, რომ შეხვდა მთავარი პროკურორის მოადგილეს და სთხოვა საქმეების ჩაწყობა. ეს იგივე დანაშაულია, რაზეც იგი საუბრობს პოლიტიკოსების მხრიდან", - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

რაც შეეხება მესამე მოთხოვნას მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ "სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნან მიცემულნი, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ #074131112801, #074118060 და კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელთა საიდენტიფიკაციო ნომრები ჩვენთვის უცნობია), სამართალდამცავი ორგანოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაიდინეს დაკავებული პირების: ანასტასია ზაუტაშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის, რომან მესუმიანის, მევლუდ სვანიძის და მოწმე კახაბერ სვანაძის ცემა-წამება, არადამიანური მოპყრობა, მათი კუთვნილი ქონების უკანონო მითვისება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია", - აღნიშნულია ადვოკატის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი