"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის მიზნით აქტიური კამპანიის დაწყებას აპირებს
11-01-2016, 01:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალუცი მოძრაობა" რუსული გაზპრომის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით.

 

აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

 

 

„საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხისგან დაფარულად აწარმოებს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, რაც ითვალისწინებს რუსული გაზპრომის შემოსვლას საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.

 

 

მთავრობის განცხადებები თითქოსდა აღნიშნული ქმედება ხორციელდება პრაგმატული დივერსიფიკაციის მიზნით, არის სიცრუე: გაზის მოწოდება განხორციელდება გაზპრომის მილსადენით, გაზპრომის სრული კონტროლით და შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს.

 

 

ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ. დამოუკიდებლობას და ლახავს ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს.

 

 

მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად და შეუფერხებლად აწვდიდა ენერგომატარებლებს საქართველოს და არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი რაოდენობის გაზი ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს ჩვენს ქვეყანას.

გაზპრომზე დამოკიდებულება ნიშნავს სიცივეს, გაყინულ საქართველოს, არაპროგნოზირებად და წამგებიან ეკონომიკურ გარემოს, ენერგეტიკული ბერკეტით ქვეყნის შანტაჟს და პოლიტიკურ ზეწოლას, რაც 2006 წელს ერთხელ უკვე განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ.

 

 

ენმ მიიჩნევს, რომ რუსულ გაზპრომთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართული არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას.

 

 

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 2
#2   madona
      
დროზე მერე, მანამ არ დაიწყებთ, სანამ თავზე დაგვამხობენ საქართველოს?
14 იანვარი 2016 16:53
#1   Laura
      
შİცოცხლის ფასადაც,რომ დაგვიჯდეს ეს არ უნდა დავასჰვებინოტ ივანისჰვილის ხროვას,არა გაზპრომს!
13 იანვარი 2016 02:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი