დიმიტრი ქუმსიშვილი: მე მჯერა ქართველი ბიზნესმენების, დიდი მადლობა მათ იმისათვის, რომ ქმნიან დოვლათს და ასაქმებენ ადამიანებს
11-01-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო დაათვალიერა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან პროდაქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია მთლიანად ორიენტირებულია ევროკავშირის ბაზარზე და ქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით; Made in Georgia გადის, რაც ხელს უწყობს, ზოგადად, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

 


კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“, რომელიც ცხოველთა ავეჯს აწარმოებს, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2 500 000 აშშ დოლარს შეადგენს. შპს „ჯორჯიან პროდაქტს“ დღეისთვის საწარმოში 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საწარმო ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა, მომავალში საწარმოო სიმძლავრის გაზრდა იგეგმება. „ჯორჯიან პროდაქტს“ პროდუქცია დასავლეთ ევროპაში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით შეაქვს. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის მუშაობა სამაგალითოა.

 


„ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ქართული კომპანიების სასარგებლოდ. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, – განაცხადა მინისტრმა.

 


უწყების ხელმძღვანელმა ქართველ ბიზნესმენებს ადამიანების დასაქმებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მჯერა ქართველი ბიზნესმენებისა. მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ისინი ქმნიან დოვლათს და ადამიანებს ასაქმებენ“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი