"საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-ს შეეძლო გაფართოებაზე უარი ეთქვა, თუმცა ალიანსმა "მეფობა" მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა"- ასეთი მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანულ გამოცემა "ბილდთან" საუბარში გამოთქვა.
პუტინის თქმით, მესამე ძალები რუსეთთან ბრძოლაში საერთაშორისო ტერორიზმს იყენებდნენ, "ანტისახელმწიფოებრივ" ძალებს კი, პოლიტიკურ, ფინანსურ და შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევდნენ.
გერმანულ გამოცემასთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმის ოკუპაცია არ მოუხდენია. პუტინის შეფასებით, დასავლეთის სანქციები რუსეთის "შესაძლებლობების შეკავებისკენაა" მიმართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.