სამგორის რაიონში, 500 ბავშვზე გათვლილი ახალაშენებული საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
11-01-2016, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონში, 500-ამდე ბავშვზე გათვლილი ახალაშენებული, 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დაათვალიერა.


128-ე ბაღი ერთ-ერთია იმ 50-მდე ბაღიდან, რომელიც წინა წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობა 2007 წელს ავარიულობის გამო დაანგრიეს, მის აღდგენას კი ადგილობრივები წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.


თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღის ფუნქციონირება ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს იმ ბავშვებს, რომელთაც აქამდე ვერ შეძლეს ბაღში დარეგისტრირება და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ახლომდებარე ბაღების განტვირთვას.


შენობა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შედგება და 500-მდე ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. მისი მშენებლობისა და აღჭურვისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯა.


გარდა ამისა, თბილისში ამ დროისთვის 6 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მომავალ წელს კი 10 ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 2
#2  ნანა
      
გაიხარეთ! ყოველი ახალი, ხარისხიანად გაკეთებული, საქმე გულს გვიხარებს!ნეტავ შეგწევდეთ ძალა ე. წ. ლტოლვილებით გაჯერებული საბავშვო ბაღები გამოანთავისუფლოთ. მათ მისცეთ ბინები,ბავშვებს კი დაუბრუნოთ ბაღები.
წარმატებებს გისურვებთ ყველა სასიკეთო საქმეში!]მივესალმები თბილისის მერიის ბოლო დროინდელ ინიციატივებს და განხორციელებულ პროექტებს..
11 იანვარი 2016 15:18
#1   შოთა
      
მივესალმები თბილისის მერიის ბოლო დროინდელ ინიციატივებს და განხორციელებულ პროექტებს...
11 იანვარი 2016 08:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი