თბილისის მერი, დავით ნარმანია კოტე აფხაზის ქუჩაზე ქვაფენილის დაგების სამუშაოებით უკმაყოფილოა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავადაც ჰქონდა პრეტენზია, რომ სამუშაოები დროში გაიწელა. თუმცა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სამუშაოების დროში გაწელვა ობიექტურ გარემოებებთან იყო დაკავშირებული.
"ნებისმიერ მშენებლობას ყავს თავისი ტექნიკური ზედამხედველი, მათ შორის ქვაფენილებსა და საგზაო სამუშაოებს. მათი ვალდებულებაა, რომ ხარისხზე მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ, ხოლო მათ საქმიანობაზე ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას. ყველა საკითხი გადის შემოწმებას და ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე იცემა თანხა სამუშაოს შემსრულებელ კომპანიაზე. ამ მონაკვეთთან დაკავშირებით მეც მქონდა პრეტენზია" - განაცხადა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.