გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა ნანა კაკაბაძეს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს ქრთამის აღებაში სდებს ბრალს
11-01-2016, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2011 წლის 21 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. როგორც ანა აზნაურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბესელიას და კაკაბაძის მიერ ქრთამის აღების შესახებ მან იცოდა, თუმცა იმის შესახებ, რომ კობახიძემაც "მოითბო ხელი" მისი შვილის მკვლელის ციხიდან გამოშვებაზე, ოდნავ მოგვიანებით გაიგო.

 

 

"4 წელზე მეტი გავიდა იმ ავადსახსენებელი ღამიდან, როცა ჩემს თვალწინ ტელევიზიით მაყურებინეს როგორ მოკლეს ჩემი შვილი. ათასი, ათიათასობით ადამიანის თვალწინ. ყველამ ნათლად დაინახა როგორ გადასრისა ბურჯანაძის ერთ-ერთმა მანქანამ ჩემი შვილი, რომელშიც როგორც თვითონ აღიარა იჯდა ალექსანდრე ბიბილური. მან გაიტანა ჩემი შვილი. უკიდურესად მძიმე დაზიანებები მიიღო. კიდურების დამტვრევა, ყველა ორგანოს გადახეთქვა. ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამას იმისთვის ვამბობ, რომ სხვა ვერსიები, რომელიც გავრცელდა ჩემი შვილის მკვლელობაზე სიმართლე არ არის. უმძიმეს მდგომარეობაში, აგონიაში მყოფი წაიყვანეს საავადმყოფოში. ეს ყველაფერი თავის თავზე ალექსანდრე ბიბილურმა აიღო. მე რამდენად ვეთანხმები ამას ეს სხვა საკითხია, თუმცა რადგან მან განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს და ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. მას 8 წელი მიესაჯა. ასევე 5 წელი პირობითი და მინდოდა, რომ ბოლომდე მჯდარიყო ციხეში. თუ მერე სხვა სიმართლე გაირკვეოდა ეს უკვე სხვა საკითხი იყო.

 

 

ამ ყველაფრის მერე ამ ზნედაცემულმა ხალხმა, რომლებსაც სძლია სიხარბემ გამორჩენის მიზნით ეს ყველაფერი გააკეთეს და ბიბილური ციხიდან გამოუშვეს. ამ სამმა ქალბატონმა, ბესელიამ, კაკაბაძემ და კობახიძემ არ იღო ყურად ჩემი, შვილმკვდარი დედის თხოვნა და პირიქით, მასხარად ამიგდეს. მე ვარ პოლიციელის დედა და მთელ საქართველოს ვეუბნები, ჩემი შვილი მოკლეს და ჩემი შვილის მკვლელის ციხიდან გამოშვებას ასე არ დავტოვებ. ამდენი ხანი ჩუმად იმიტომ ვიყავი, რომ მხარი არავინ ამიბა, ვერავინ დამიდგა გვერდში. თან ჯანმრთელობა შემერყა, ახლა რამდენიმე ადამიანმა გმირულად წამოწია წინ ეს საკითხი და მე მათ ყველანაირად დავუდგები გვერდში. არ მეშინია სიკვდილის, არ მეშინია სისხლის, სიცოცხლის ფასად დავუდგები წინ ამ საქმეს", - აღნიშნა ანა აზნაურაშვილმა.

 

 

მასურაშვილის დედა მიმართავს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს და სთხოვს, რომ აღკვეთონ ეს ყველაფერი და უსამართლოდ ციხიდან გამოშვებული ხალხი ისევ უკან შეაბრუნონ. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ გადაუხადა ქრთამი ბესელიას და აქვს თუ არა მას კონკრეტულად დასაბუთებულად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქრთამი აიღეს დეპუტატებმა, აზნაურაშვილი აღნიშნავს, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

 

 

"იმ ფულის გადაცემას, რა თქმა უნდა, არავინ დამასწრებდა, მაგრამ ის, რომ ამ საქმეში დევს დიდი ფული მე ამის მჯერა. ბურჯანაძის პარტიის წევრებზე ერთიანი ფულია გადახდილი. ფული ვისაც ჰქონდა იმან გადაიხადა. მე დავუდგები ყველას გვერდით, ვინც იბრძოლებს სიმართლის დასადგენად. სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს არ დავიხევ უკან, არ შევარჩენ ჩემი შვილის სიკვდილს არავის. ჩემი ბედნერება და ჩემი ოჯახის სიხარული იმ დღეს მოისპო და აღარ არსებობს. არ შეიძლება პარლამენტში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ფულის ფასად ყველაფერს გააკეთებენ და ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს", - განაცხადა ანა აზნაურაშვილმა.

 

 

აზნაურაშვილთან ერთად დღეს განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. "2011 წელს ალექსანდრე ბიბილურის მიერ მოკლული იქნა ოფიცერი ვლადიმერ მასურაშვილი. სასამართლოზე ბიბილურმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიუხედავად ამისა, 2012 წელს ის პოლიტპატიმართა სიაში მოხვდა და პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა საპყრობილე. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ პოლიტპატიმართა სიას არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და რომ ეს პროცესები იყო პოლიტპატიმართა სიის შემდგენი კომისიის წევრების პირადი ინტერესის სფერო. პირადი გამორჩენის სფერო. ვინაიდან ბესელია და კობახიძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები საზოგადოებას არ სცემენ შესაბამის პასუხს, მე მივმართავ საქართველოს პროკურატურას გასცეს პასუხი, თუ რა კრიტერიუმებით სარგებლობდნენ ბესელია და კობახიძე და სხვები, როდესაც მკვლელები პოლიტპატიმართა სიაში შეჰყავდათ", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 

 

კომენტარები: 1
#1   გიგა
      
ზუსტად ეს აზრი მაქვს მეც და, ალბათ, სხვასაც. გაიძახის ,,ქალბატონი,, ბესელია, რომ დამიმტკიცოსო, იმედი აქვს, რომ ფულის არების ფაქტები არ გადაღებულა არავის მიერ, მაგრამ მკვლელებს რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს, ეს რის გამო? ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და ყველაფერს აეხდება ფარდა, თუნდაც არ აეღო ფული, მაინც დამნაშავეა კრიმინალი ბესელია და კობახიძე.
12 იანვარი 2016 23:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი