გიორგი ვოლსკი: წინასწარი განცხადებების გაკეთება, თუ რომელი პროფესიის ადამიანები იქნებიან პარლამენტში მეტი თუ ნაკლები, ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის
11-01-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინასწარი განცხადებების გაკეთება, თუ რომელი პროფესიის ადამიანები იქნებიან საარჩევნო სიაში მეტი თუ ნაკლები, საჭირო არ არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.


"საარჩევნო სიის თემასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს და სხვებსააც ვურჩევ, ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ განცხადებებს. დეპუტატობის კანდიდატი პროფესიის მიხედვით არ ფასდება, კანდიდატი ინტელექტუალური მონაცემებით ფასდება. აქცენტის გაკეთება, რომ სპორტსმენებთან და მსახიობებთან რაღაც დაპირისპირების ატმოსფერო შეიქმნას, ეს პოლიტიკურად სწორი არ არის. აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში კანონშემოქმედებითი პირები იყვნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს განსხვავებას პროფესიების მიხედვით. წინასწარი განცხადებების გაკეთება, თუ რომელი პროფესიის ადამიანები იქნებიან მეტი თუ ნაკლები, ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის," მიაჩნია გიორგი ვოლსკის.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი