არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიცია" მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს „დალას მევერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაზა ფაჩულიას, რომელიც NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგებით, მე-8 ადგილზე იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ზაზა ფაჩულიას სოციალურ ქსელებში არნახული მხარდაჭერა გამოუცხადეს, "პოზიცია" მაინც მოუწოდებს საზოგადოებას, რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ ფაჩულიას მხარდასაჭერად. ამისათვის კი, თავიანთ კედელზე აკრიფონ #NBAVOTE Zaza Pachulia , რითაც ქართველ ვარსკვლავს ხმები დაემატება.
გამოკითხვაში ყველაზე მეტი, 1,262,118 ხმა “ლეიკერსის” ლეგენდას, კობი ბრაიანტს აქვს. მეორე ადგილს “ოკლაჰომას” ლიდერი კევინ დურანტი იკავებს 616,096 ხმით, რომელსაც დრეიმონდ გრინი მოსდევს 332,223 ხმით. გამოკითხვის შედეგად თითოეული კონფერენციის წინახაზელებიდან 3-3 საუკეთესო გავა ხუთეულში, ხოლო უკანახაზელებიდან – საუკეთესო 2-2 კალათბურთელი. გამოკითხვა 18 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო ყველა ვარსკვლავის მატჩი 14 თებერვალს შედგება.
ზაზა ფაჩულია მის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ საქართველოს შვილობით ამაყობს:
„ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია.“- წერს ზაზა ფაჩულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.