კახა კალაძე: რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ე.წ. ექსპერტები ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი
11-01-2016, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ე.წ. ექსპერტები ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი, - ასე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა რომ არ არის პირველი წელი, როდესაც ქართულ მხარეს "გაზპრომთან" ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება.

 

 

"მოთხოვნა არის შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები - გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე ანუ ჩვენს მიერ გატარებული 10 პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხები. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე – მოვიდნენ და მივაწვდით ყველა რეალურ ინფორმაციას", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას, რატომ იგებს ქართული მედია "გაზპრომის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ძირითადად რუსული და აზერბაიჯანული მედიით, კალაძის განცხადებით, ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით მისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. "თუმცა მინდა გითხრათ, რომ შეთანხმება არ არის მიღწეული. სამუშაო შეხვედრების შედეგად, რომელიც რამდენჯერმე შედგა, რეზულტატი არ დამდგარა. როდესაც გარკვეული შეთანხმება შედგება, ყველასთვის იქნება ცნობილი ", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი