საარჩევნო სიის გადახალისება ნამდვილად მოხდება, მაგრამ დეპუტატობის კანდიდატების პროფესიების მიხედვით გამიჯვნა, სწორი მიდგომა არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების საპასუხოდ უთხრა, რომლის მიხედვითაც, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს.
"საარჩევნო სიაში ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან. რა თქმა უნდა, ახალი სახეებიც საჭიროა. ნამდვილად მოხდება სიის გადახალისება, მაგრამ პირდაპირ გამიჯვნა, თუ რომელი პროფესიის ადამიანები უნდა იყვნენ, ეს მთლად სწორი მიდგომა არ არის. ბუნებრივია, ბევრი ეკონომისტი, ბევრი ფინანსისტი, ბევრი იურისტი, კანონშემოქმედებაში ჩართული ადამიანი იქნება სახარბიელო, მისაღები და კარგი, მაგრამ ნუ გავავლებთ ზღვარს და მიჯნას, ვინ უნდა იყოს და ვინ - არა, რადგან ყველა პროფესიას თანაბრად ვცემ პატივს. ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს უფლება, საკანონმდებლო ორგანოში იყოს ხალხის წარმომადგენელი," – განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.