მანანა კობახიძე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დედას: ეს არის ისეთივე სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც კამპანიურად ეწევიან ელისაშვილი და მისი მეგობრები
11-01-2016, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედის, ანა აზნაურაშვილის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს.


"რა თქმა უნდა, მის განცხადებაში არავითარი სიმართლე არ არის. ეს არის ისევ და ისევ ბინძური ცილისწამება. ძალიან ბინძური ფაქტი, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ეს ქალბატონი ახმოვანებს. ვერ გეტყვით, ვინ მართავს, რა მიზნებით ახმოვანებს. ეს არის ისეთივე სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც კამპანიურად ეწევიან ელისაშვილი და მისი მეგობრები. ამიტომ, ამისთვის არის პროკურატურა, რომ ეს საკითხი გაირკვეს. მიმართოს ამ ქალბატონმაც პროკურატურას და ისიც იქნება ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დაკითხავენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მის განცხადებას არავითარი კავშირი არა აქვს სიმართლესთან. სამწუხაროა, რომ ამ ქალბატონსაც იყენებენ, როგორც ჩანს გარკვეული პოლიტიკური ძალები. ვის რატომ მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, ამისთვის კომისია არსებობდა, რომელშიც დეპუტატები არ იყვნენ, მათ შორის არც - მე. კითხონ ისევ იმ კომისიას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის მუშაობაზე დაყრდნობით იყო პარლამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი