ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა
11-01-2016, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში, სადაც პარაკლისზე დასასწრებად უამრავი ბავშვი და მშობელი იყო შეკრებილი "მადლის ქვა" და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი გამოაბრძანეს.


უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა, ქრისტეშობა და ახალი წელი მიულოცა. "მადლი ღვთისა, მადლი ახალშობილისა ძისა თვისისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ და თქვენი ბავშვებისა ზედა. დღეს დავლოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ჩემს ნათლულებს და მთელ საქართველოს. საოცარი დამთხვევაა, დღეს არის დღესასწაული 14 000 ბავშვისა, რომელიც მოსპო ჰეროდე მეფემ. 14 000 მოწამე ბავშვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. უწმინდესის თქმით, დღეს პარაკლისით ითხოვენ მადლს პატარებისთვის. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ მათი შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა.


პატრიარქის ინიციატივით, ყოველ ორშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი შესრულდება. პარაკლისს თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 17.00 საათზე აღავლენს, ლოცვა კი 16.00 საათზე დაიწყება. გუშინ ამ იდეის გახმოვანების შემდეგ პატრიარქმა ბრძანა:


"ჩვენ გვქონდა პარაკლისი ბავშვებისათვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის. ჩვენ მათ სიონში ვლოცავდით, მინდა, რომ ეს წესი აღდგეს. დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს გაძლიერებული ლოცვა და დალოცვა", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი