“პოზიცია”-ს ორგანიზებით სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა
11-01-2016, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს  ორგანიზებით, სასტუმრო „ვეძისის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.


სემინარი თემით „სოციალური ქსელების გამოყენება საზოგადოებრივი ურთიერთობისას“ ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთის The Moscow Times-ის მიმომხილველმა და ვებ-საიტის ixtc.org-ის მთავარმა რედაქტორმა, ვიქტორ დავიდოფმა ჩაატარა.


„პოზიცია“-ს ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია.  სემინარში მონაწილე სტუდენტები „პოზიცია“-ს საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.


„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია“ გეგმავს გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი