ყირიმში მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. რეგიონისკენ მიმავალი გზები შეიარაღებულმა პირებმა გადაკეტეს. რამდენიმე სოფელთან "ბლოკ-პოსტებია" მოწყობილი. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ "ბლოკ-პოსტებზე" რუსული დროშებია აღმართული.
პარალელურად, ადგილობრივი პრემიერი აცხადებს, რომ ყირიმი მხოლოდ ვიქტორ იანუკოვიჩს დაემორჩილება. სერგეი აკსიონოვი პრემიერად ყირიმის უმაღლესმა რადამ გასულ ღამეს დაამტკიცა. აკსიონოვი ამბობს, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი მხოლოდ ვიქტორ იანუკოვიჩია.
გვიან ღამით გავრცელდა ცნობა, რომ იანუკოვიჩი დონის როსტოვში იმყოფება და დღეს პრესკონფერენციასაც გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.