გიორგი მარგველაშვილი: დღეს არის მიზანი, რომ ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის
11-01-2016, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს არის მიზანი, რომ ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში საუბრისას განაცხადა.    

 

 

"დღეს საკითხი არ დგას, რომ ქართული დემოკრატიის მომავალი უდრის ხელისუფლების ცვლილებას. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მაინც უნდა გავაღრმაოთ დემოკრატიული რეფორმები. აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლების ცვლილებაზე. დღეს უკვე ლაპარაკია დემოკრატიის გაღმავებაზე. მიზანი ის კი არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გავიდეს და რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, დღეს მიზანი არის ის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონდეს ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. ანუ ის ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ერთი იყო გადამრჩენელი და მეორე დამანგრეველი და დამანგრეველი უნდა შეეცვალა გადამრჩენელს, შემდეგ როლები იცვლებოდა და შავსა და თეთრს შორის იყო საუბარი. ეს სიტემა უნდა გადავიდეს უფრო გაშლილ, უფრო ევროპულ სისტემაში და ეს ნათლად ასახავს დემოკრატიულ პროცესს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი