"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა, მოქმედი კონსტიტუციის პატივისცემა და არა მასში მუდმივად ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
"უკეთესის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია და ვერასდროს იტყვი, რომ იდეალური დეოკუმენტი შექმენი, იქნება ეს კონსტიტუცია თუ კანონი. წინა ხელისუფლების მიერ რაღაც ხაფანგებივით იყო ჩადებული ამ კონსტიტუციაში, რომელიც ამოქმედდა მანამდე კი არა, სანამ სააკაშვილი კოჰაბიტაციის რეჟიმში იყო, არამედ ინაუგურაციის დროს. რა თქმა უნდა, უკეთესი შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, იქნება ეს პრეზიდენტი, დეპუტატი, საკრებულოს წევრი თუ რიგითი ამომრჩეველი, ვისწავლოთ თამაშის წესების პატივისცემა. მე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირდაპირი არჩევნებით არჩეულ პირს, ბევრად უფრო მეტი უფლებები შეიძლება მინდოდეს, მაგრამ ეს არ იქნება სწორი.
ამერიკის კონსტიტუცია დაიწერა წინა საუკუნეებში. რამდენად წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ბატის ფრთით რომ იწერებოდა ტექსტი, ის იყოს ადეკვატური დღეს, კოსმიური ეპოქისათვის?! იმიტომ, რომ ისინი ერთგულინი არიან ამ დოკუმენტის, ისინი კონსტიტუციას ყოველდღე არ ცვლიან, სულ რამდენიმე შესწორება არის შესული. ჩვენ კი მუდმივად ვამბობთ, რომ ის კონსტიტუცია შეიძლება უკეთესი იყოს. მეც შემიძლია ვთქვა, რომ სხვა შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ მირჩევნია, რაც არის იმის ერთგული ვიყო და იმ თამაშის წესებით ვითამაშო, ვიდრე ვცვლიდე რაღაცას. ყველა მოდელი იძლევა განვითარების შესაძლებლობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.