წლის დასაწყისიდან გერმანია ყოველდღიურად მიგრანტების სულ უფრო მზარდ ნაკადს აბრუნებს უკან, ავსტრიაში, აცხადებეს ავსტრიის პოლიცია. ბევრ მათგანს არ გააჩნია მოქმედი დოკუმენტები, სხვებს კი თავშესაფრის თხოვნით გერმანიის ნაცვლად სხვა, უფრო სკანდინავიის ქვეყნებისთვის მიმართვის სურვილი აქვთ. ამის შესახებ BBC იუწყება.
კიოლნში ახალი წლის წინა ღამეს ქალებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომელშიც ძირითადად ჩრდილო აფრიკელი მიგრანტები მონაწილეობდნენ, ანგელა მერკელი ემიგრაციის საკითხებზე ღია პოლიტიკის გატარების მხრივ ზეწოლას განიცდის.
ავსტრიაში გაბრუნებული მიგრანტებიდან უმრავლესობა არ არის სირიელი, ისინი ჩვეულებისამებრ, თავშესაფარს იღებენ. პოლიციის ცნობით, უკან გაგზავნილთა უმეტესობა ავღანეთიდან, ასევე მაროკოდან და ალჟირიდანაა.
ავსტრიის პოლიციის წარმომადგენლის დევიდ ფურტნერის განცხადებით, თუ დეკემბერში გერმანიიდან ავსტრიაში უკან გაბრუნებული მიგრანტების რიცხვი 60-ს შეადგენდა, წელს, მხოლოდ წლის დასაწყისიდან დღემდე, მათმა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
გასულ კვირას შვედეთმა, ბევრი მიგრანტისთვის ყველაზე სასურველმა და მომხიბლავმა ქვეყანამ, დანიიდან შემსვლელ მოგზაურებზე კონტროლი გაამკაცრა.
გერმანიის ქალაქ კიოლნში ახალი წლის წინა ღამით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 516-მდე გაიზარდა, რომელთაგან 40% სექსუალურ ძალადობასთანაა კავშირში. ამის შესახებ ქალაქის პოლიციამ განაცხადა. პოლიციის ცნობითვე, ეჭვმიტანილთა უმრავლესობას გერმანიაში თავშესაფრის მძებნელი ჩრდილო აფრიკელები მიგრანტები შეადგენენ.
აღნიშნული დანაშაულობების გამო, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ გამორიცხა.
2015 წელს გერმანიას 1.1 მილიონმა მიგრანტმა მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.