"შენგენის ზონის დაცვის გარეშე ევროზონას ვერ შევინარჩუნებთ", - ეს განცხადება "დოიჩე ველეს" ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა. მერკელის თქმით, ევროპულ სივრცეში ღია საზღვრები ევროპის ერთიანი ვალუტის არსებობის წინაპირობაა.
"ევრო და შენგენის ზონის საზღვრების თავისუფლად გადაკვეთის უფლება პირდაპირაა დაკავშირებული ერთმანეთთან", - აღნიშნა მერკელმა. მისი განცხადებით, გერმანიამ უნდა იბრძოლოს შენგენის ზონაში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შენარჩუნებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის გარე საზღვრები უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ დაცული იყოს შენგენის ზონა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.