საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის კახა კალაძის მიერ "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წამოსულ კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური პასუხობს. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კალაძე წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძობს "გაზპრომთან" ურთიერთობას, ხოლო მთელი ქართული ენერგეტიკული ობიექტები რუსეთის სხვადასხვა კომპანიას, არა დღევანდელმა, არამედ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიჰყიდა.
"გაზპრომთან ხელშეკრულება დადებულია "ნაციონალური მოძრაობის" დროს, წინა ხელისუფლების დროს. დღეს ეს ხალხი, რომელიც თვითონ დებდა ამ ხელშეკრულბებს, რომელმაც თვითონ მისცა მთელი ენერგეტიკული ობიექტები რუსეთს, რუსეთის სხვადასხვა კომპანიებს მიჰყიდა, ახლა ის ხალხი გამოდის და ატეხეს აურზაური, რომ კახა კალაძე თურმე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კახა კალაძე იმიტომაა ენერგეტიკის მინისტრი, რომ ყველა ის ვალდებულება, რაც აქვს მის სამინისტროს მემკვიდრეობით დატოვებული, ამაზე უნდა იმუშაოს და რამდენადაც ვიცი, რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ ამის შემდეგ ანგარიშსწორება მოხდეს, არა ნატურით, არამედ საბანკო ოპერაციებით, მომავალში თანხის გადახდით," განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.