„კახა კალაძე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილს ლობირებს, ის წარმოადგენს ივანიშვილს და არა საქართველოს“ - ნუგზარ წიკლაური
12-01-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კახა კალაძე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისას ბიძინა ივანიშვილს ლობირებს, კალაძე წარმოადგენს ივანიშვლს და არა საქართველოს“ - განცხადება ამის თაობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა პარტიის ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

წიკლაურის თქმით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ენერგეტიკის მინისტრს „გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მისვლას სთხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს არ გაასაჯაროებს, ოპოზიციური პარტია აქციებს გამართავს.

 


„საქართველო დგება ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ, კარგავს სტრატეგიულ პარტნიორს აზერბაიჯანის სახით და მეორეს მხრივ, ჩვენი პოზიციები სუსტდება საერთაშორისო არენაზე. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ კახა კალაძეს მოვიდეს უმცირესობის სხდომაზე და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. „გაზპრომის“ კერძო მფლობელებიდან ყველაზე დიდი წილი აქვს ბიძინა ივანიშვილს და რა თქმა უნდა, ეს არის ის გარემოება, რომელიც აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს. თუ ისევ იქნება მცდელობა, რომ სახელმწიფომ არ გაასაჯაროოს მოლაპარაკებები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს ყველა საშუალებას, მათ შორის, საჯარო აქციებსაც, რათა შეაჩეროს ხელისუფლების ეს უკეთური მცდელობები“ - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი