თამაზ მეჭიაური: მაშინ როცა სხვები საკმაოდ თბილად იჯდნენ, მსახიობებმა და სპორტსმენებმა გარისკეს და დადგნენ იქ, სადაც წაგების შემთხვევაში მძიმე შედეგის წინაშე აღმოჩნდებოდნენ
12-01-2016, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მაშინ როდესაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები საკმაოდ თბილად იჯდნენ სხვადასხვა სამსახურებში და ელოდებოდნენ რა შედეგი დადგებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ამ ხალხმა [მსახიობებმა და სპორტსმენებმა] გარისკა და დადგა იქ, სადაც წაგების შემთხვევაში მძიმე შედეგის წინაშე აღმოჩნდებოდნენ", ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.


მისი თქმით, "იმათი მხრიდან, ვინც ამ პერიოდში ოქსფორდში ან კემბრიჯში სწავლობდა, სპორტსმენების და მსახიობების მიმართ ქედმაღლური ყურება" მართებული არ არის.


მეჭიაურს მიაჩნია, რომ სპორტსმენები და მსახიობები პარლამენტში არ არიან იმ ოდენობით წარმოდგენილნი, როგორც ეს ზოგიერთს უნდა წარმოაჩინოს. "პარლამენტში უნდა იყოს ისეთი თანაფარდობა, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო საქმიანობას. რა თქმა უნდა, საჭიროებაა უფრო მეტად ეკონომისტების და იურისტების, მაგრამ წარმოდგენილი უნდა იყოს სპორტსმენიც, მსახიობიც და ა.შ. კახა კალაძე ყოფილი ფეხბურთელია, წარმატებული სპორტსმენია და არა მგონია ეს ხელს უშლიდეს ვინმეზე ნაკლები მინისტრი იყოს", - განაცხადა მეჭიაურმა და დაამატა, რომ საარჩევნო სიაში უნდა იყვნენ ავტორიტეტებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ მოტანილ ხმებს გაამაგრებენ.

კომენტარები: 1
#1   vladimer bitadze
      
mere tqve dalocvilebo vinc gariska da gverdhi dauda bizinas da ara ocnebas da koalicias respublikelebis tamadobit isev tqve heayaret xalxs nacari tvalebhi da exla dgexart da unamusod kidev imedi gaqvt gamarjvebis/xalxis pasuxi iqneba m h v i d o b it ocnebis koaliciaaaaaaa
13 იანვარი 2016 12:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი