კახა კალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხებთან დაკავშირებით, ექსპერტებს ხვდება
12-01-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებისა და "გაზპრომთან" მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრას მართავს. შეხვედრა ამ წუთებში ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს და მას მინისტრთან ერთად მისი მოადგილეები და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, დავით თვალაბეიშვილი ესწრება.

 

 

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა "საქართველოს განვითარების ფონდის" საგარეო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი რუხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და შეხვედრა აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან საზოგადოებას აქვს ძალიან სერიოზული კითხვები ამ პროცესის მიმართ. "ყველამ ვიცით, რომ "გაზპრომი" "მაკდონალდსი" არ არის და ეს არის კრემლის პოლიტიკური იარაღი. ბუნებრივია, "საქართველოს განვითარების ფონდს" ექნება კითხვები, თუ რამდენად ჯდება ეს პროცესი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესების მხრივ და ეკონომიკურად რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

 

 

შეხვედრის დაწყებამდე, კომენტარი გააკეთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კითხვები შეეხება იმას, თუ რას მოუტანს არა მარტო "გაზპრომთან", არამედ ირანთან ურთიერთობა საქართველოს, რამდენად იქნება შენარჩუნებული აზერბაიჯანთან ურთიერთობა, მართლა აწარმოებს თუ არა "გაზპრომი" მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან. რაც შეეხება ირანული გაზის იმპორტს საქართველოში, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ თუ სომხეთიდან მოხდება საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდება, ეს არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, ამიტომ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის არარეალური პროექტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი