თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ოთხკაციანმა დაჯგუფების წევრებმა 5 თვეში 1 მილიონ 300 ათასი ლირა გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ეჭვმიტანილები უკვე დაკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს არ აღიარებენ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულებმა ისინი ამოიცნეს. საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, 38 წლის კ.ვ; 51 წლის გ.თ; 38 წლის ი.რ. და 27 წლის ი.ა არიან. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს 4 მოქალაქე სტამბოლში იმ მოქალაქეებს უთვალთვალებდა, ვისაც რეესტრიდან და ბანკებიდან დიდი რაოდენობით თანხა გამოჰქონდათ. ამის შემდეგ კი მათ ავტომობილებით დაედევნებოდნენ და ხელსაყრელ ადგილას თანხას ართმევდნენ.
დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებმა თურქეთის სხვადასხვა მოქალაქეს ხუთ თვეში 1 მილიონ 300 ათასი ლირა გასტაცეს. გამოაშკარავდა ისიც, რომ ეჭვმიტანილები ყოველი ყაჩაღობის შემდეგ თურქეთის ტერიტორიას ტოვებდნენ და გარკვეული დროით სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
როგორ გაიხსნა დანაშაული?
თურქეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ეკიპაჟის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში ბანკებისა და რეესტრების სათვალთვალო კამერების გადამოწმება დაიწყეს. კონკრეტულად კი კამერების დახმარებით, მათ იმ პირების ვინაობა დაადგინეს, რომლებსაც ბანკებიდან დიდი ოდენობით თანხა გაჰქონდათ. გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ეჭვმიტანილებიდან ერთ -ერთი, როგორც წესი, სწორედ ბანკში ან რეესტრში იმყოფებოდა და იმ პირებს უთვალთვალებდა, ვისაც დიდი ოდენობით თანხა გაჰქონდა. პოლიციამ აგრეთვე დაადგინა, რომ პირები, რომლებიც კამერებმა დაფიქსირეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თურქეთს აეროპორტით ტოვებდნენ. ეჭვმიტანილების ვინაობები სწორედ თვითმფრინავის ბილეთის შეძენისას გამოყენებული დოკუმენტების მიხედვით გაირკვა.
გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილებმა სხვადასხვა დროს გაიტაცეს:
სულთანგაზიში 2013 წლის 30 სექტემბერს ა.ს – მ 85 ათასი ლირა. 2013 წლის 03 ოქტომბერს ავჯილარში მ.ჩ – მ 195 ათასი ლირა, 2013 წლის 10 ოქტომბერს ბაშაქშეჰირში ბანკიდან ფულის გამომტან ჰ. ჩ – საგან ასევე 100 ათასი ლირა, 2013 წლის 28 ნოემბერს მალთეფეში ბანკიდან ფულის გამომტან ნ.უ – ს – 25 ათასი ლირა, ხოლო 2014 წლის 4 თებერვალს ბაჰჩელიევლერში ფ.ა – ს – 196 ათასი ლირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.