"მემარცხენე ალიანსი": თბილისის მერიაში კორუფციული გარიგება მზადდება
12-01-2016, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მერიის მაღალჩინოსნების მიერ გაპიარებული უახლოეს ხანში ჩასატარებელი ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს შეკუმშულ აირზე მომუშავე 150 ავტობუსის შემოყვანას, რადგანაც გარანტია იმისა, რომ გაზზე მომუშავე ავტობუსები ფეთქებადობის თვალსაზრისით მგზავრთა გადაყვანისათვის იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო,  არ არსებობს“, ამავდროულად „ამ ტენდერის უკან მერიის მაღალჩინოსანთა კორუფციული ინტერესები იკვეთება“, - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ოფისში პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საჭიროდ თვლის დედაქალაქში საავტობუსო პარკის განახლებას, რომელიც მოსახლეობისათვის ყველა პარამეტრით იქნება სრულიად უსაფრთხო, მაგრამ მათთვის მიუღებელია მერიის მიერ უახლოეს ხანში ჩასატარებელი აღნიშნული ტენდერი.


„მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შეკუმშულ აირზე  მოძრავი საქალაქთაშორისო ავტობუსების აფეთქებების კადრები ინტერნეტით მრავლად მოიპოვება. გარდა ამისა ტექნიკური დათვალიერებისა და ექსპლუატაციის მიზნით მათ სჭირდებათ საკუთარი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი გაზგასამართი სადგურები, კვალიფიციური მძღოლების მომზადება, რომელიც მრავალმილიონიან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები სერიოზულ ეჭვს ბადებს იმაში, რომ ამ ტენდერის უკან მერიის მაღალჩინოსანთა კორუფციული ინტერესები იკვეთება, როგორც ეს იყო ნაციონალების მმართვლობის პერიოდში, რომელიც შემდეგ გაუქმებულ იქნა მათ მიერ მხოლოდ იმიტომ, რომ ტენდერში გამარჯვებას ვერ მიაღწია მათმა ფავორიტმა კომპანიამ. ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალთა ერთობლიობიდან გამომდინარე თბილისის მერის ბ-ნ დავით ნარმანიას ხელით დედაქალაქში „ნელი მოქმედების ნაღმები“ რომ არ მივიღოთ, კატეგორიულად მოვითხოვთ:


1. თბილისის მერიამ გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვის პროცედურა დიზელზე (და არა გაზზე) მომუშავე ავტობუსების შემოყვანისა და ავტობუსების საამწყობო ქარხნის (მაგ.: 50% ლოკალიზაციის პირობით) აშენების მიზნით, ისე როგორც ეს გააკეთა საქართველოს რკინიგზამ ელმავლების შესყიდვისათვის, რითაც ბატონი დავით ნარმანია დაამტკიცებს, რომ არავითარი კორუფციული ინტერესები ავტობუსების ტენდერის მიმართ არ გააჩნია;  


ინტერესთა გამოხატვაში ჩადებული მოთხოვნების შედეგად თბილისში აშენდება ავტობუსების საამწყობო ქარხანა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რასაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ და ბატონი ნარმანია ჰპირდებოდნენ ქვეყნისა და დედაქალაქის მოსახლეობას;

 


მოსალოდნელი კორუფციული გარიგების თავიდან აცილების მიზნით, რომელმაც მომავალში შეიძლება მსხვერპლი გამოიწვიოს, მოვუწოდებთ ქვეყნის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს პირად კონტროლზე აიყვანოს ქვეყნის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი