გია ვოლსკი: ხვალ "სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხზე იქნება საუბარი
12-01-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ხვალ "სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხზე იქნება საუბარი. განცხადება ამის თაობაზე ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ენერგეტიკის სამინისტროში გააკეთა.

 

 

"გაზპრომს" აქვს ინტერესები, რომ სომხეთს მიაწოდოს ბუნებრივი აირი და რასაკვირველია, დამოკიდებულია იმ გატარებაზე, რომელსაც საქართველო უზრუნველყოფს. ასე რომ, ურთიერთდამოკიდებულება არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ. მისივე თქმით, გარდა ამისა, არსებობს დეფიციტის შევსების აუცილებლობა, რაც 2003 წლიდან მოყოლებული ხორციელდება. საუბარია სხვადასხვა მოცულობაზე, დაწყებული 40 მილიონი კუბამეტრიდან, დამთავრებული 130-150 მილიონ კუბამეტრამდე, რასაც უზრუნველყოფს "გაზპრომი". როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხვალ "სოკარის" წარმომადგენელთან იქნება საუბარი ასევე ბუნებრივი აირის დეფიციტთან დაკავშირებულ საკითხზე. "ხვალ "სოკარის" წარმომადგენელი ჩამოვა, ექნებათ დეტალებზე საუბარი, ძირითადად, ფასზე და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ საიდან, რა წყაროთი შეავსონ დეფიციტი", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

შეხვედრას ექსპერტებთან ერთად ესწრება საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც. როგორც დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს საინტერესო შეხვედრა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ხდება დეფიციტის შევსება "სოკარის" მეშვეობით, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საქართველო "სოკარისგან" იღებს იმას, რამდენსაც ის ფიზიკურად მოაწოდებს ქვეყანას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი