სტამბოლში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან დამატებითი ცნობების მოპოვების მიზნით. გენერალური საკონსულოს თანამშრომლები მიემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით. დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. საერთაშორისო მედიის ცნობით დაღუპულია 10, დაშავებულია 15-მდე ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა სტამბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC იუწყება. აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10 საათზე, ქალაქის ისტორიულ სულთანაჰმეტის რაიონში, ცისფერი მეჩეთის სიახლოვეს მოხდა.
სტამბულის გუბერნიის ოფისის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ასევე 15 ადამიანია დაჭრილი.
მედიის ნაწილის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.