დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნარმანიამ განუცხადა. თბილისის მერის განცხადებით, სოლომონიას შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს და ამ დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც საზოგადოებას გადაწყვეტილებას გააცნობს.
"გიორგი სოლომონია გადავიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. ის დაუბრუნდა იმ სამსახურს, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდა. ეს არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც კონსულტაციები ჩვენს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დაკმაყოფილდა მისი გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოლომონიას გათავისუფლების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
"ეს არის ჭორი, რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიუსაფართა თავშესაფრის პროექტთან დაკავშირებით მას ჰქონდა შეხება იმ ნაწილში, რომ ააშენა მიუსაფართა ახალი თავშესაფარი და ხელში ჩაგვაბარა დეკემბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო გეგმა-გრაფიკით. ასე რომ, მას თავშესაფართან დაკავშირებით საქმე პირნათლად აქვს შესრულებული", - აღნიშნა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.